• რეკლამა
  • კონტაქტი
17:33, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ფეისბუქის“ მომხმარებელი პასუხისმგებელია მის გვერდზე დატოვებული სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებზე – სტრასბურგის სასამართლო

ალია ავტორი - ალია
13:11 09-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „ფეისბუქის“ მომხმარებელი პასუხისმგებელია მის გვერდზე დატოვებული სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებზე.

შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ 2 სექტემბერს გამოიტანა. ამრიგად, ის დაეთანხმა სხვა ინსტანციების სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სოციალური ქსელების მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მის გვერდზე სხვა ადამიანების მიერ დატოვებულ კომენტარებზე.

კონკრეტულად აღნიშნული გადაწყვეტილება გამომდინარეობს საქმიდან „სანჩესი საფრანგეთის წინააღმდეგ“. კერძოდ კი 2011 წელს ჟიულიენ სანჩესმა, რომელიც ფრანგულ ქალაქ ბოკერის მერი გახლდათ და კენჭს იყრიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული ფრონტის“ სახელით, „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელიც მის პოლიტიკურ ოპონენტს ეხებოდა. ამ ჩანაწერზე კომენტარი სანჩესის არაერთმა გულშემატკივარმა დაწერა. ზოგიერთი კომენტარი ქალაქის მუსლიმი მცხოვრებლებისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. 2013 წელს ამ კომენტარების გამო სანჩესს და კომენტარების ავტორებს ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ ნიადაგზე კონფლიქტის გაღვივებაში დასდეს ბრალი. სასმართლომ ისინი დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 4 000 ევროს გადახდა დააკისრა. ამის შემდეგ, სანჩესმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ მისი გამოხატვის თავისუფლება დაირღვა. საქმის განხილვა 2015 წელს დაიწყო, საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა სხვა ინსტანციების მიერ გამოტანილ ვერდიქტს და დაადგინა, რომ სანჩესი პასუხისმგებელია სხვა ადამიანების მიერ დატოვებულ ჩანაწერებზე, რადგან მან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები 6 თვის განმავლობაში არ წაშალა საკუთარი გვერდიდან, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ფართო აუდიტორიისთვის.

„მოსარჩელემ შეგნებულად გახადა საკუთარი გვერდი ყველასთვის ხელმისაწვდომი, რათა მეგობრებს მისი ნახვა შეძლებოდათ. შესაბამისად, ის პასუხისმგებელი იყო მის გვერდზე გამოქვეყნებული ჩანაწერების მონიტორინგზე. დამატებით, როგორც სისხლის სამართლის სასამართლომ ხაზი გაუსვა, სანჩესს არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ მისი გვერდი მიიზიდავდა პოლიტიკური და პოლემიკური ხასიათის კომენტარებს. ამრიგად, მას მეტი ყურადღებით უნდა განეხორციელებინა ამ კომენტარების მონიტორინგი, ხოლო სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სანჩესს პოლიტიკური ფიგურის სტატუსი ავალდებულებდა, მეტი სიფრთხილე გამოეჩინა“, – დაადგინა სასამართლომ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved