• რეკლამა
  • კონტაქტი
17:40, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფეიკ ნიუსებთან ბრძოლა არის მთავარი გამოწვევა. არაფერს ახალს არ გამოვიგონებთ, ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს და გადმოვიტანთ – შალვა პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:01 02-06-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

რაც შეეხება მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, ესეც არის გამოწვევა, რომელიც მათ შორის ვნახეთ ამ სკანდალური მხილებებიდან გამომდინარე, რომ თურმე ამ შემთხვევაში აშშ-ს ბიუჯეტიდან, სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით თანხები იხარჯებოდა მედიასაშუალებებში იმისთვის, რომ გაეტარებინათ საკუთარი ნარატივი, საკუთარი გავლენა ამა თუ იმ ქვეყანაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, რომელიც მათ შორის მედიის საკითხებსაც ეხება.

მისი განმარტებით, არაფერ ახალს „ქართული ოცნება“ არ იგონებს, საკნონმდებლო ინიციატივის სახით პირდაპირ მხოდება ბრიტანული მოდელის გადმოტანა, რომელიც დაარეგულირებს, მათ შორის ფეიკ ნიუსების გავრცელების საკითხებს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ფეიკ ნიუსებზე, როგორც გამოწვევაზე თანამედროვე სამყაროში. თუ რა დამაზიანებელი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ფეიკ ნიუსებს, ამას საქართველოშიც ვხედავთ. ასე, რომ ფეიკ ნიუსებთან ბრძოლა არის მთავარი გამოწვევა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც რა თქმა უნდა, უნდა ვებრძოლოთ ფეიკ ნიუსებს. ამიტომ აქაც, ჩვენ არაფერს ახალს არ გამოვიგონებთ საერთოდ. ბრიტანული სტანდარტი, რომელიც მიღებული არის მათ შორის მედიასთან დაკავშირებით, ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს და გადმოვიტანთ პირდაპირ ბრიტანულ სტანდარტს. თუ რამე კითხვები არის ამ სტანდარტთან, მიმართეთ დიდ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში. ან თუ კრიტიკული მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ბრიტანეთი და მისი საელჩო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სპეკულაციები თითქოს ამ კანონით სიტყვის თავისუფლება შეიზღუდება მიუღებელია ვინაიდან „დეზინფორმაცია არ არის დაცული სიტყვის თავისუფლებებით. ასე რომ არანაირი კავშირი ფეიკ ნიუსებთან ბრძოლას სიტყვის თავისუფლებასთან არ აქვს“. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ თავი დაიცვან ფეიკ ნიუსისგან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved