სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
,,კომისიის 8 წევრიდან 7 მილიონერია.
როგორ დასცინის მდიდრების პარტია ღარიბ ქართველ ხალხს მხოლოდ ამ ფაქტიდანაც ნათლად ჩანს. მაღალი ფასები ამ ხალხმა უნდა იკვლიოს:
● შოთა ბერეკაშვილი 2,4 მილიონიანი კერძო სახლით და წელიწადში 5,4 მლნ. შემოსავლით.
● ნინო წილოსანი 256,000 ლარიანი მანქანით და 340,000 ლარის ქეშით.
● მაია ბითაძემ 125,000 ლარი მხოლოდ 3 წელში შვილების სწავლაში გადაიხადა (ევროპაში)
● პაატა კვიჟინაძე 1,2 მლნ.ის ქონებით
● ვახტანგ თურნავა – 564,000 ლარის ღირებულების 7 საათით, 200,000 $ ბიტკოინით და 1,3 მილიონის ქეშით.
● ზაზა ლომინაძე; – 240,000 ლარის ნაღდი ფულით სახლში.
● გელა სამხარაული – ნახევარი მილიონი ლარის ნაღდი ფულით და 17 მიწის ნაკვეთით. 180,000 ლარი მხოლოდ შვილების სწავლაში დახარჯა. (5 წელში)
● ილია ინჯია – 4,2 მილიონის უძრავი ქონებით და 469,000 ლარის ნაღდი ფულით. 25,000 $ ცეცხლსასროლი იარაღებით.“
შეგახსენებთ, სასურსათო პროდუქციის ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია, რომელიც ფასების ზრდაზე იმსჯელებს, 14 წევრით განისაზღვრა. 14 წევრიდან ფრაქციას „ქართული ოცნება“ 7 წევრი ეყოლება, ფრაქციას „საქართველოსთვის“ – 3 წევრი, პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“ – 3 წევრი და პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ – ერთი წევრი.














კომენტარები