დღეს, 3 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტში შექმნილი ფასების საპარლამენტო დროებითი კომისიაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმენენ.
პარლამენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, დარგის წარმომადგენლების მონაწილეობით, მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ.














კომენტარები