• რეკლამა
  • კონტაქტი
02:48, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფაიზერი” და “ასტრაზენეკა” დელტა ვარიანტთანაც ეფექტურია – ბრიტანული კვლევის სრული ვერსია

ალია ავტორი - ალია
16:25 07-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

“ფაიზერ-ბიონტექის” და “ასტრაზენეკას” კოვიდ-19-ის ვაქცინის ორივე დოზით აცრა თითქმის ისევე ეფექტურია კორონავირუსის დელტა ვარიანტის მიმართ, როგორც მანამდე დომინანტური ალფას წინააღმდეგ. ამას ახალი კვლევა ადასტურებს, რომლის სრული ვერსია ოთხშაბათს გამოქვეყნდა სამეცნიერო გამოცემაში “ახალი ინგლისის სამედიცინო ჟურნალი” (New England Journal of Medicine).

ბრიტანეთის მოსახლეობის ვაქცინაციის რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული კვლევა იმასაც თვალნათლივ აჩვენებს, რომ ამ ვაქცინების ერთი დოზა არასაკმარისია კოვიდ-19-ისგან დასაცავად. როგორც ირკვევა, “ფაიზერის” ერთი დოზა მხოლოდ 36%-ით ეფექტურია, “ასტრაზენეკასი” კი – 30-ით.

მაღალი გავრცელებით გამორჩეული კორონავირუსის დელტა ვარიანტი ახლა მთელ მსოფლიოში დომინირებს. “ფაიზერმა” 88%-იანი ეფექტურობა აჩვენა დელტა ვარიანტით გამოწვეული სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ. ალფას მიმართ მისი ეფექტურობა ცოტა უფრო მაღალი, 93.7% იყო.

“ალფა ვარიანტთან შედარებით, ორივე დოზის მიღების შემდეგ, დელტა ვარიანტის შემთხვევაში მხოლოდ მცირე სხვაობები შეინიშნება ვაქცინების ეფექტურობის მხრივ” – წერია ინგლისის ჯანდაცვის წარმომადგენელთა მიერ მომზადებულ ნაშრომში. ბრიტანულმა კვლევამ კოვიდ-19-ის სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ “ფაიზერ-ბიონტექის” ვაქცინის გაცილებით მაღალი ეფექტურობა აჩვენა, ვიდრე მანამდე ისრაელში მომზადებულმა კვლევამ.

5 ივლისს ისრაელში გამოქვეყნებული ბოლო ერთი თვის მონაცემების მიხედვით, დელტა ვარიანტის წინააღმდეგ “ფაიზერის” ეფექტურობა როგორც ინფიცირების, ისე სიმპტომური დაავადების პრევენციის მხრივ, 64%-ზე ჩამოვარდა. თუმცა, “ვაქცინა” კვლავ მაღალ ეფექტურობას აჩვენებდა კოვიდ-19-ის მწვავე ფორმების წინააღმდეგ. ისრაელში მომზადებული კვლევის ავტორების მონაცემებით, “ფაიზერ-ბიონტექის” ვაქცინა მძიმე დაავადებისგან და ჰოსპიტალიზაციისგან დაცვას 95-ზე მეტი პროცენტით უზრუნველყოფს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved