• რეკლამა
  • კონტაქტი
00:06, შაბათი, 15 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფაილები: პუტინზე კრიტიკული ფეისბუქპოსტის გამო მუჯირმა და ჭუაძემ კაცს სტიქარის გახდა მოსთხოვეს

ალია ავტორი - ალია
11:29 09-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფაილებიდან იკვეთება, რომ სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კრიტიკის გამო პირს პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, შიო მუჯირმა და მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ სტიქარის გახდა მოსთხოვეს.

როგორც სუს-ის დოკუმენტებიდან იკვეთება შემთხვევა 2019 წელს მოხდა. გარდა ამისა, გაშიფრული საუბრებიდან ჩანს, რომ აღნიშნული პოსტის გამო, სავარაუდოდ, პრობლემები შეექმნა მის ძმასაც, რომელიც თავდაცვის სამინისტროში სამსახურიდან გაათავისუფლეს.

“[08.07.19, 19:28:10]: სამების საკათედრო ტაძრის სტიქაროსანმა ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილთან დაიჩივლა, რომ ფეისბუქის პირად გვერდზე რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადების გამო, მღვდელმთავრებმა შიო მუჯირმა და თეოდორე ჭუაძემ მოსთხოვეს სტიქარის გახდა.

აღნიშნულზე ი. იაკობიშვილმა (იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში) განაცხადა – “გავარტყი პუტინსაც და მაგათ ორივეს, მე გაძლევ კურთხევას სტიქარის ჩაცმაზე, ეგენი მე კითხვის დასმას ვერ გამიბედავენ“.

ოქტომბრით დათარიღებულ ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ სტიქაროსნის ძმა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოდან გაათავისუფლეს. პირმა დახმარებისთვის დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს მიმართა და სთხოვა, რომ ძმისთვის სამსახურის შესანარჩუნებლად უშუამდგომლოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, რაზეც ჩუბინიძემ თანხმობა განუცხადა. მომდევნო ჩანაწერი უკვე 2020 წლის ივლისს არის გაკეთებული.

“მისი ძმა კახაბერ ჭიქინაშვილი, რომელიც მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, პატრიარქის თანაშემწის, არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულის, ელიას მთაზე მდებარე წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იონა მაისურაძის და თავად ჩუბინიძის თხოვნის მიუხედავად, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა მოადგილემ დავით სუჯაშვილმა მაინც გაათავისუფლეს სამსახურიდან, იმ მიზეზით, რომ მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა ხელისუფლების საწინააღმდეგო სტატუსები. მან ასევე განაცხადა, რომ ჩუბინიძის თხოვნის გამო, თავს იკავებს აღნიშნული ფაქტის გასაჯაროებისგან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მზად არის ჟურნალისტებთან ისაუბროს დეტალურად და განაცხადოს, რომ მისი ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved