კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech-მა Moderna-ს წინააღმდეგ პატენტთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ეს ორი კომპანია, რომლებმაც ერთობლივი ვაქცინა შექმნეს, Moderna-ს მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაბათილებას მოითხოვენ.
Moderna-ს წინააღმდეგ სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს, რაც სამართალწარმოება თავად Moderna-მ დაიწყო. ამ კომპანიის ინფორმაციით, Pfizer-მა და BioNTech-მა ვაქცინის, Comirnaty-ს შექმნის დროს Moderna-ს მიერ გამოგონილი ტექნოლოგიები გამოიყენა, რაც ინტელექტუალური საკუთრების დარღვევას ნიშნავს. Moderna Inc-მა ეს სარჩელი ჯერ კიდევ აგვისტოში შეიტანა.
Pfizer-მა და BioNTech-ის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პროცესი იმდენად წარმატებული იყო, რომ 2020-2021 წლებში ამან გერმანიის ეკონომიკის მშპ-ს ზრდა გამოიწვია. გარდა ამისა ქვეყანაში დაჩქარდა კიბოს საწინააღმდეგო წამლის და მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა.
BioNTech SE-ს დამფუძნებლები უგირ შახინი და იუზლემ ტიურეჩი Comirnaty-ს ვაქცინის გამოშვების შემდეგ გერმანიის 10 უმდიდრესი ადამიანის სიაში მოხვდნენ.














კომენტარები