• რეკლამა
  • კონტაქტი
03:31, სამშაბათი, 3 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური – ვასაჯაროვებთ ჩიკვაიძის საკანში გადაღებულ კადრებს

ალია ავტორი - ალია
12:27 09-30-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
106

სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს.

უწყება ამტკიცებს, რომ ვიდეომასალა მოიცავს 2025 წლის 20-22 სექტემბრის ეპიზოდებს, სადაც ჩანს, დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ როგორ იღებს მსჯავრდებული თავის თანამესაკნეებთან ერთად საკვებს როგორც ბრალდებულ/მსჯავრდებულთა კვების რაციონით გათვალისწინებულს, ისე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეძენილს.

საგულისხმოა, რომ საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა შიმშილობა 23 სექტემბერს დაიწყო.

“2025 წლის 22 სექტემბერს (შუადღით) გ.ჩიკვაიძეს შეეთავაზა ”ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად ღვიძლით დაავადებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დადგენილი მენიუს მიხედვით განსაზღვრული საკვები, რომელთაგან მსჯავრდებულმა თანხმობა განაცხადა მხოლოდ კოტლეტის მიღებაზე (გარნირის გარეშე). მსჯავრდებული გ. ჩიკვაიძე 2025 წლის 17 სექტემბრიდან იმყოფება ღვიძლით დაავადებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განსაზღვრულ დიეტურ კვებაზე და აღნიშნული მენიუს მიხედვით 2025 წლის 22 სექტემბერს 13:35 საათზე მას მიეწოდა საკვები (კოტლეტი), მისი თანამესაკნეების მენიუთი 2025 წლის 22 სექტემბერს კოტლეტი გათვალისწინებული საერთოდ არ ყოფილა.

დამატებით განვმარტავთ, რომ მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის თანამესაკნეებს შორის არცერთი არ საჭიროებს დიეტურ კვებას, მათ საკვები მიეწოდებათ ზემოაღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ ”დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთათვის და პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთათვის” დადგენილი მენიუ-განრიგის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძისთვის მიწოდებული კოტლეტი განკუთვნილი იყო მხოლოდ მისთვის, და აღნიშნული არ წარმოადგენდა სამი ადამიანისთვის განკუთვნილ ულუფას”.- ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved