• რეკლამა
  • კონტაქტი
01:04, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პაციენტები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ჩემს მიერ დანიშნული ესა თუ ეს მედიკამენტი ვერ იშოვეს… ამას მასიური ხასიათი აქვს…“ – რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ალია ავტორი - ალია
10:20 03-19-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
138

ინფექციონიოსტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მედიკამენტების სახელებთან დაკავშირებით, აფთიაქებში არსებულ ვითარებაზე წერს.

„მინდა შევეხო აფთიაქებში არსებულ უცნაურ ვითარებას მედიკამენტების სახელებთან დაკავშირებით. კერძოდ, პაციენტები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ჩემს მიერ დანიშნული ესა თუ ეს მედიკამენტი ვერ იშოვეს. ზოგიერთ აფთიაქში ეუბნებიან, რომ ამ წამლის დეფიციტია, ზოგან კი სთავაზობენ, რომ აქვთ რომელიღაც „შემცვლელი“.

პაციენტი, რომელმაც ირბინა აფთიაქებში და ვერ იშოვა ჩემ მიერ დანიშნული წამალი, მეკითხება, იყიდოს თუ არა ეს „შემცვლელი“ და თან გულს აკლია, რომ მოუწევს არა მისთვის აუცილებელი წამლის, არამედ „შემცვლელის“ მიღება. ამ დროს ეს წამალი შემცვლელი კი არა, ზუსტად ის არის, რაც მე დავუნიშნე.

საქმე იმაშია, რომ მე და სხვა ექიმებიც ბევრ მედიკამენტს წერს მისი ქიმიური სახელით და არა ბრენდულით. შესაბამისად, ამ მედიკამენტების უამრავი, სხვადასხვა კომპანიის წარმოებული ვერსია არსებობს სხვადასხვა სახელით, მაგრამ ყველა მათგანი სწორედ ეს პრეპარატია. ამიტომ სრული აბსურდია ადამიანს უთხრა, რომ ეს მედიკამენტი არ არის აფთიაქში და აძებნინო, როცა მისი რამდენიმე ვარიანტი შეიძლება იდოს თაროზე.

ვიცი, ამ პოსტზე დამიკომენტარებენ, რომ ფარმაცევტებს არ აქვთ უფლება შეცვალონ ის წამალი, რომელიც ექიმის მიერ არის დანიშნული. თუმცა მე რაზეც ვწერ, ეს არ არის შეცვლა.

მაგალითად, პრეპარატი მეტრონიდაზოლი, რომელსაც როდესაც ამ სახელით კითხულობს პაციენტი, იმის ნაცვლად, რომ უთხრან, რომელი დასახელებებით აქვთ და მწარმოებლების და ფასის მიხედვით არჩევანის საშუალება მისცენ, ეუბნებიან, რომ დეფიციტია, ან ეუბნებიან, რომ მისი შემცვლელი აქვთ. ამას მასიური ხასიათი აქვს და მართლა წარმოუდგენლად არასწორია“, – წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved