• რეკლამა
  • კონტაქტი
07:16, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პატრიარქზე იმის თქმა, რომ ის მთელი ცხოვრება ემსახურებოდა რუსულ საქმეს, არის ფაქტობრივად და პრინციპულად მცდარი აზრი“ – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
22:06 01-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,974

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ყოფილი პარლამენტარის, დავით ზურაბიშვილის კომენტარს აქვეყნებს:

“პატრიარქზე იმის თქმა, რომ ის მთელი ცხოვრება ემსახურებოდა რუსულ საქმეს, არის ფაქტობრივად და პრინციპულად მცდარი აზრი.

80-იანი წლების ბოლომდე პატრიარქი არანაირად არ აღიქმებოდა რუსეთთან ასოცირებულად. პირიქით, ის ითვლებოდა პროგრესულ, პროდასავლურ და ლამის ანტისაბჭოთა ფიგურად. მასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ეროვნული მოძრაობის არაერთ ლიდერს. მაგალითად, ზურაბ ჭავჭავაძე იყო მისი რეფერენტი, ხოლო გია ჭანტურია, მამუკა გიორგაძე და კიდევ არაერთი მისი სტიქაროსნები, სიონში პატრიარქის მიერ ჩატარებულ წირვაზე ძალიან ხშირად იკრიბებოდა მთელი ეროვნული მოძრაობა. ილია მეორე იყო ეკუმენური გაერთიანება ეკლესიების მსოფლიო საბჭოს თანაპრეზიდენტი. ის მონაწილეობდა კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან ერთობლივ ლოცვებში, მასთან ხშირად სტუმრობდნენ ევროპელი ღვთისმსახურები და თეოლოგები. 1978 წელს, როდესაც ცნობილი ქართველი კათოლიკე მღვდელი მიქელ თამარაშვილი რომიდან თბილისში გადმოასვენეს, პატრიარქი არა მარტო დაესწრო გადმოსვენებას, არამედ მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც კი გადაიხადა.

პატრიარქის მეტამორფოზა იწყება 90-იან წლებში, როდესაც ის ნელ-ნელა და თანდათანობით გადადის უფრო კონსერვატიულ პოზიციებზე და უფრო მეტად ექვემდებარება რუსულ გავლენებს. როგორ მოხდა ეს და რა პროცესთან გვქონდა საქმე, ცოტა გრძელი ამბავია. თუმცა აქ არაფერ შუაში არაა მისი ყბადაღებული კაგებეშნიკობა და სხვა მსგავსი ტიპის შეთქმულების თეორიები.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცოტა უფრო რთულ და წინააღმდეგობრივ ფენომენთან გვაქვს საქმე.”

თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved