• რეკლამა
  • კონტაქტი
13:38, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარტია “საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს და დახურულ ფორმატში შეხვედრას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
14:40 02-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

“უკრაინაში მიმდინარე პროცესები ეხება არამხოლოდ უკრაინას და რეგიონს, არამედ მისი შედეგები განსაზღვრავს თუ როგორი იქნება მსოფლიო ხვალ, როგორი საერთაშორისო წესრიგი იქნება მომავალში,” – პარტია “საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან დახურულ ფორმატში შეხვედრას ითხოვს.

„დღეს რასაც ვხედავთ უკრაინაში არის გაგრძელება იმ აგრესიული პოლიტიკისა, რაც წლების წინ დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ – ეს არის რუსეთის ღია აგრესია და სრულმასშტაბიანი ომი სუვერენული სახელმწიფოს მიმართ.

უკრაინაში მიმდინარე პროცესები ეხება არამხოლოდ უკრაინას და რეგიონს, არამედ მისი შედეგები განსაზღვრავს თუ როგორი იქნება მსოფლიო ხვალ, როგორი საერთაშორისო წესრიგი იქნება მომავალში.

დღეს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ამოცანა უნდა იყოს რუსეთის აგრესიის შეჩერება ყველა ეფექტიანი მექანიზმის გამოყენებით.

ვუცხადებთ სრულ მხარდაჭრას ჩვენს მოძმე უკრაინელ ერს ამ ურთულეს პერიოდში!

მიგვაჩნია, რომ რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა გვერდზე გადადოს პარტიული ინტერესები, მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაცია ყველა შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.

შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლიანი მოქმედება გვევალება ყველას – ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად ვართ კონსულტაციებისთვის ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან ერთობლივ პოლიტიკურ ფორმატში და მიგვაჩნია, რომ პირველ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ეს იყოს დახურული ფორმატი, რომელიც მიმართული იქნება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საერთო სახელმწიფოებრივი მიზნისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved