“პარლამენტში ამასწინათ გავიარე და სუნი იყო მოსაწევის”, – ამის შესახებ “გირჩის” წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
“ჩვენ არ ვიყავით, მაგრამ მივხვდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მე დამბრალდებოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა რა იქნებოდა და მერე ვახოს ვეუბნებოდი, მოდი ბარემ ჩვენც მოვწიოთ და შესაბამისად, მომიწევია პარლამენტის შენობაში. ჩემს გარეშეც ეწეოდა ხალხი, სუნი ვიგრძენი”, – თქვა იაგო ხვიჩიამ “ტვ პირველის” ეთერში.
კომენტარები