• რეკლამა
  • კონტაქტი
18:23, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ გურჯაანის მერობის კანდიდატის ზურაბ უტიაშვილის წარდგენაზე

ალია ავტორი - ალია
12:45 08-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

ჩვენ ვიმყოფებით გურჯაანში, რომელიც ღვინის მუნიციპალიტეტის სტატუსს ატარებს. აქ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით განვითარდა მცირე და საშუალო მეღვინეობა, 200-მდე მარანია. არის მრავალი მიმართულება, როგორც შიდა, ისე გარე ტურიზმისთვის, რათა კიდევ უფრო აქტიური გავხადოთ ჩვენი რეგიონები, მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ჰქონდეთ მეტი შემოსავალი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც განხორციელდა და დაგეგმილია  მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სრულიად მოხდეს ამ მუნიციპალიტეტის პოტენციალის გამოყენება. არ შეიძლება, არ ვახსენოთ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტი. დარწმუნებული ვარ, იგი ერთ-ერთი ლენდმარკი გახდება მთლიანად კახეთისთვის, რითაც შევძლებთ კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას.

ტექნოპარკი რეგიონში ორია და მათ შორის, ერთ-ერთი არის გურჯაანში.  ეს არის ცენტრი,  სადაც ახალგაზრდობა იკრიბება და შეუძლიათ, საკუთარი მიდგომები და ინოვატორული იდეები, პროექტები განახორციელონ, წვლილი შეიტანონ რეგიონის განვითარებაში.

მოხარული ვარ, რომ გურჯაანის მაჟორიტარის ინიციატივით, გურჯაანში იქნება ცნობილი კულინარიის უნივერსიტეტი, სადაც  ამ მიმართულებით დაინტერესებული ადამიანები ცოდნის მიღებას შეძლებენ.

მევენახეობა მდიდარია ტრადიციებით, თუმცა, აუცილებელია თანამედროვე სტანდარტების შემოღება და განვითარება, რათა შევძლოთ პოტენციალის ათვისება, რომელიც სრულიად საქართველოს გააჩნია – ვგულისხმობ ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან,  რაც საშუალებას გვაძლევს,   საზღვრებს გარეთ უმაღლესი სტანდარტის პროდუქცია გაიტანოთ. 

როდესაც ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მიხარია, რომ პრიორიტეტია 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, რაც ზოგადად გამოწვევაა მთელი საქართველოსთვის. 

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ახალი ჩქაროსნული გზა,  ის, რაც დაგეგმილია თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე – ოთხხაზიანი ჩქაროსნული მონაკვეთი. ყველაფერი ეს  ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის ჩამოსვლას. 

ვერავინ იტყვის, რომ გურჯაანელების ერთ-ერთი მთავარი თვისება შრომა და თქვენს ქვეყანაზე ზრუნვა არ არის.

მადლობა ყველას,  ვინც ჩართულია ამ რეგიონის, ამ მუნიციპალიტეტის განვითარებაში და წარმატებას ვუსურვებ ახალ კანდიდატს.  ის არის ექიმი, რაც  ნიშნავს, რომ იგი იზრუნებს თითოეულ ადამიანზე.  გვაქვს მოლოდინი, რომ ახალ მერს ყოველდღიური შეხება ექნება თქვენთან და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფს ადგილობრივების ჩართულობას.   ვიმედოვნებ, ამ კუთხით ახალგაზრდებიც იაქტიურებენ.  ჩვენ აუცილებლად დავდებთ შედეგს, რომელსაც ყველა ელოდება პირველივე ტურში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved