• რეკლამა
  • კონტაქტი
00:37, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტის I სხდომაზე ელჩები მოწვეულები არ არიან – შალვა პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:45 11-22-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
698

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნების ელჩები 25 ნოემბერს ჩანიშნულ პირველ საპარლამენტო სხდომას არ დაესწრებიან, რადგან ისინი მოწვეულები არ არიან.

პაპუაშვილის თქმით, სხდომას მხოლოდ პარლამენტის ახლად არჩეული წევრები, მთავრობა და კონსტიტუციური ორგანოები დაესწრებიან.

“მოწვევები უკვე დავაგზავნე გუშინწინ. პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეულები არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები.

რაც შეეხება ელჩებს, ისინი პირველ სხდომაზე მოწვეული არ არიან, ვინაიდან ეს გახლავთ ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საკითხი. რაც შეეხება არჩევნებს და პარლამენტის პირველ სხდომას, მათ შორის, უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით, ელჩების, თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა, ამ პროცესში აუცილებელი არ არის.

ჩვენ, ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის საქართველოს პარლამენტი, რომელშიც, ახლად არჩეული პარლამენტის წევრებთან ერთად, წარმოდგენილები იქნებიან მთავრობა და კონსტიტუციური ორგანოები.

ეს არის ქართველი ხალხის ზეიმი და უნდა იზეიმოს მხოლოდ ქართველმა ხალხმა საკუთარი პარლამენტის პირველი სხდომა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გადაწყვეტილების მიღმა კონკრეტული მიზეზი არ დგას და ეს მხოლოდ “ზოგადი მიდგომაა”.

“ეს ზოგადი მიდგომაა, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს ჰქონდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ხშირად ასეთი პროცესების ინსტრუმენტალიზება ხდება. უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ, საუბარი გვაქვს საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე და მასში უცხოეთის ჩარევის განსაკუთრებულმა დონემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ თუნდაც ოპოზიცია, ზედმეტად იყურება გარეთ და, ნაცვლად ქართველი ხალხისა, მხარდაჭერას უცხოელ მფარველებში ეძებს, ეს, საბოლოო ჯამში, აზიანებს დემოკრატიას”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved