• რეკლამა
  • კონტაქტი
03:37, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პარლამენტი ძველ გზას თუ დაუბრუნდება, დავტოვებ, მეუღლის გარდა ჯვარი არავისზე მაქვს დაწერილი“ – გრიგოლ ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
21:57 06-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

„პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ ეს პარლამენტი ისევ თუ ძველ გზას უბრუნდება და ხელმოწერილი დოკუმენტის მიუხედავად არაფერი სასიკეთო არ არის, როგორც შევედი ისე გამოვალ“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ხელმოწერილი დოკუმენტის მიუხედავად ორი პუნქტი დარღვევისკენ მიდის.

„როდესაც გამოვიდა ეუთო/ოდირის დასკვნა და როდესაც ყველა მოკავშირემ გითხრა, რომ შენი ქვეყნის ინტერესებშია, იმიტომ რომ შეიძლება გაიხსნას შესაძლებლობების ფანჯარა, უპირველეს ყოვლისა დოკუმენტზე ხელის მოწერა, ამ დროს ორი არჩევანი გაქვს. ერთი – უდაბნოში დარჩე და ავტობუსს ელოდებოდე, მეორე- შეხვიდე და მიაღწიო იმ მიზნებს, რომელიც მართლა შეუმსუბუქებს ცხოვრებას საქართველოს მოქალაქეს.

პატიოსან სიტყვას გაძლევთ, თუ შევხედე 6 თვეში, რომ ეს პარლამენტი ისევ ძველ გზას უბრუნდება და ხელმოწერილი დოკუმენტის მიუხედავად არაფერი სასიკეთო არ არის, როგორც შევედი ისე გამოვალ. „ოცნებამ“ ამნისტიის საკითხი ჩააგდო, სრულიად უმსგავსო საქციელი და მეორე საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა მყისიერად უნდა შეწყვეტილიყო. ორი პუნქტი დარღვევისკენ მიდის და დარჩა მესამე, საარჩევნო ნაწილი.

თუ აღმოჩნდა, რომ აქაც ფეხს ითრევენ და სასიკეთო გზისკენ არ მივდივართ და ვერ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს გაყალბებას, აბსოლუტურად წყნარად გამოვალ პარლამენტიდან. ჩემი მეუღლის გარდა ჯვარი არავისზე მაქვს დაწერილი. ამ პარლამენტში და იმ პოლიტიკურ სისტემაში, რომელშიც დღეს არის საქართველო, რაიმე სასიკეთო შედეგის მიღწევა შეუძლებელია“, – აღნიშნა ვაშაძემ „ფორმულას“ ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ნორმალურად არ ჩატარდება არჩევნები, დატოვებს თუ არა ვაშაძე პარლამენტს, დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, რომ წყნარად დატოვებს საკანონმდებლო ორგანოს.

ამასთან, ვაშაძე აცხადებს, რომ ის უპარტიო დეპუტატია და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას როგორც კანდიდატი არ აპირებს.

„საერთოდ არასოდეს არ ვგრძნობდი თავს პოლიტიკაში კომფორტულად“, – დასძინა ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, ვაშაძემ 2020 წლის დეკემბერში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებლის მიერ შექმნილი ფრაქციის წევრია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved