საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ადამიანმა ქუჩაში დანით 6 გამვლელი დაჭრა. ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება.
შემთხვევა ჩრდილოეთ სადგურზე მოხდა. პოლიციამ თავდამსხმელის ნეიტრალიზება შეძლო.
დაშავებულებს ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება პარიზის პროკურატურამ დაიწყო.
კომენტარები