დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის.
ეპიდემიოლოგმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
“პირველ ადგილზე ადმინისტრირებადი ვაქცინებით არის “ფაიზერი”, შემდეგ “სინოფარმი”, შემდეგ “სინოვაკი” და “ასტრაზენეკა”. 4 ვაქცინა ადმინისტრირდება დღეს ქვეყანაში.
ვაქცინაციის დღიური რიცხვის კლება გვაქვს, რაც კარგი არ არის. 30-35% ჯავშნის გარეშე მიდის ასაცრელად, რაც კარგია. კიდევ და კიდევ უნდა გაიზარდოს აცრის მაჩვენებელი. პანდემიის დამთავრების გზა გადის აცრებზე. რაც უფრო სწრაფად ავცრით კრიტიკულ პაციენტებს, მით უფრო მალე შევაჩერებთ პანდემიას”, – განაცხადა გამყრელიძემ მედიავებიბარზე.
კომენტარები