• რეკლამა
  • კონტაქტი
16:24, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრმა“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ახალი პროექტი დაიწყო

ალია ავტორი - ალია
16:24 02-21-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

პროექტის „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“ – აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ა(ა)იპ „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი- სიპისის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს, რომელიც სხვადასხვა ეროვნების ქალთა მხარდაჭერას ითვალისწინებს, ხელი მოაწერეს პროექტის დირექტორმა ნანა სიხარულიძემ და გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჭანიშვილმა.

„შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებული „ოზურგეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება – საჭიროებათა კვლევის“ მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ. რეკომენდაციების შესრულება ხელს შეუწყობს ქალთა განათლებას, სამეწარმეო უნარების გაუმჯობესებას და სამოქალაქო პროცესებში ჩართულობას“ – აღნიშნა პროექტის დირექტორმა ნანა სიხარულიძემ.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი პროექტების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჭანიშვილმა. „ფინანსური დამოუკიდებლობა, საგანმანათლებლო თუ სამეწარმეო პროექტებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ქალებისთვის არა მხოლოდ მათი ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით, არამედ, ეს არის ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაც“, – აღნიშნა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ.

მისი შეფასებით, უახლოეს მომავალში გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმაში შეტანილი იქნება ცვლილებები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.

ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი – სიპისი“ „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved