გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა მთავარ დებატებში განაცხადა:
„ოპოზიციის ელექტორატს არ ეკარებიან, რომ ამბავი არ ატყდეს. თავიანთი ამომრჩეველი ვინც არის, ვისშიც დარწმუნებული არიან, რომ ამომრჩეველია, იმასთან დალაგებული აქვთ. თუ დაინახეს, რომ ვიღაც მერყევია და შეიძლება, არ წავიდეს და ოცნებას არ მისცეს ხმა – კონკრეტული ქეისი მომიყვნენ დღეს, ერთ ოჯახს გადაუხადეს 300 დოლარი, ხუთსულიანი ოჯახია, ერთი ბავშვია, ოთხი ამომრჩეველი, პირადობები იქირავეს 1 თვით, გამოართვეს და 1 თვის მერე დაგიბრუნებთო. რადგან დარწმუნებული არ არიან, რომ მათი ამომრჩეველია, სახლში ტოვებენ, რომ თავიანთი პროცენტი ამით აიწიონ“.
კომენტარები