ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
თორნიკე ფარცხალაძე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
ფარცხალაძის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ერთი აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარები