სამართალდამცველებმა ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ექსკლუზიურად „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თორნიკე ფარცხალაძე ნარკოდანაშაულისთვის არის დაკავებული. მას ჩხრეკისას ერთი აბი „სუბოქსინი“ აღმოაჩნდა.
ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში განგვიმარტეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარები