“ლიბერთი ბანკი” აცხადეს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე მათი კლიენტი არ არის და სანქციების დაწესების მომენტშიც არ ყოფილა. შესაბამისად, გამოდის, რომ მათ არ მოუწევთ შეასრულონ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები საქართველოს მოქალაქის მიმართ.
გუშინ, 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქციებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა.
“დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი კლიენტი არ არის”, – აცხადებენ ბანკში.
საქართველოს ორი კომერციული ბანკი – “საქართველოს ბანკი” და “თიბისი ბანკი” აცხადებენ, რომ იცავდნენ და დაიცავენ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო სანქციებით დაწესებულ რეგულაციებს.
კომენტარები