• რეკლამა
  • კონტაქტი
03:49, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ორი მიზეზი თუ რატომ სურს უცხოეთს აკონტროლოს ქართული სასამართლო – რა მიზეზებზე საუბრობს ირაკლი გოგავა

ალია ავტორი - ალია
12:14 09-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, რომ საქართველომ ვერ შეძლო დახმარების მიღებისთვის პირობა სრულად შეესრულებინა, სოციალურ ქსელში ეხმაურება ექსპერტი ირაკლი გოგავა. გოგავა იმ ორ მიზეზს ასახელებს, თუ რატომ სურს უცხოეთს აკონტროლოს ქართული სასამართლო. გოგავას თქმით,  ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება კანონმდებლობა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა: ნებისმიერი ბიზნესის 51% ეკუთვნოდეს საქართველოს მოქალაქეს.

საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხის ევროკავშირისგან მიღებაზე. ამ სესხს მოყვებოდა ვალდებულება, რისი მთავარი აზრი იყო სასამართლოს ისეთი რეფორმის გატარება, როდესაც მოსამართლეებს უცხოელები შეარჩევდნენ და შემდგომ გააკონტროლებდნენ. ცხადია, ეს ყველაფერი ლამაზი სიტყვებით იფუთება დეკლარაციულადაც და კანონებშიც. მაგრამ აზრი ეს იყო. ორი მიზეზი თუ რატომ სურს უცხოეთს აკონტროლოს ქართული სასამართლო: 
1. საკუთარი ბიზნესის ინტერესების უზრუნველყოფა, რომელიც უკვე შემოსულია ან  მომავალში დააპირებს შემოსვლას. როგორც წესი, მათი ლობირება ხდება ადგილობრივი მეწარმეების ინტერესის ხარჯზე. ამის ნათელი მაგალითია სიგარეტის იმპორტის დემპინგი, რაც ავიწროვებდა/აჩერებდა ადგილობრივ წარმოებას. 
2. საარჩევნო დავებს სასამართლო განიხილავს, უცხოეთს კი ყოველთვის ჰყავს თავისი ფავორიტი პოლიტიკური ძალები. ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო, ხელისუფლებამ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ნარჩენები დაიცვა. მივმართავ ხელისუფლებას: მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის “ნულოვანი ზრდის” კონცეფციასაც თუ მოიშორებთ, ხალხმა შესაძლოა ისევ მოიხედოს თქვენსკენ. 
ზოგს შეიძლება გაახსენდეს კლიშე, რომელსაც 30 წელია ყველა ციფრული ხვრელიდან ტვინში გვიბეჭდავენ: “პირადპირი უცხოური ინვესტიციები ხომ საჭიროა!”, “სამუშაო ადგილები როგორ შეიქმნება თუ უცხოური ბიზნესი არ შემოვიდა!” და ა.შ. ეს არის კლასიკური ყალბი ორიენტირი, რომელიც დაამკვიდრეს ჩვენს საზოგადოებაში. 
პასუხი: პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში არის მძიმე ტვირთი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ვალუტისთვის და მის მიერ მოცემული სიკეთეები ვერ ფარავს იმ ნეგატივს, რომელიც მას მოაქვს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე მაღალტექნოლოგიურ სფეროს ეხება. ამის სანაცვლოდ  საჭიროა ადგილობრივი რეალური სექტორის, საწარმოების დაკრედიტება. ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება კანონმდებლობა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა: ნებისმიერი ბიზნესის 51% ეკუთვნოდეს საქართველოს მოქალაქეს. – წერს გოგავა.
ცნობისათვის, გუშინ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილბა ევროკავშირის მიერ დახმარებაზე უარი თქვას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved