თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსი დაამარცხა.
“გადავიტანე. მძიმედ, მაგრამ წარმატებით.
ორივე ფილტვის ბულოზური ემფიზემის ფონზე (იციან სპეციალისტებმა რა არის) ორი აცრის პირობებში გამოვძვერი!
აიცერით მეგობრებო! ყოველგვარი კითხვის გარეშე, ა ი ც ე რ ი თ !”, – წერს თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები