ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი მუმლაძე:
ორბანის დამარცხებით აღფრთოვანებულ იმ ხალხს მინდა ვუთხრა, ვინც ნიშნის მოგებით ამბობს, რომ “აბა არჩევნებს აზრი არ აქვსო”, (თან მინიშნება კეთდება 2024 წელზე ჩვენ რატომ ვერ შევძელითო)?!კი ამ ეტაპზე, საქართველოში არანაირ არჩევნებს აზრი არ აქვს!რადგან ძალიან დიდი და ფუნდამენტური განსხვავებებია, ჩვენსა და უნგრეთის ვითარებას შორის!1) უნგრეთი არის ნატოს და ევროკავშორის წევერი ქვეყანა!2) გეოგრაფიულად ცენტრალურ ევროპაშია!3) უნგრეთში, მატერიალური რესურსი არ და ვერ იყო სრულად კონტროლორებული ორბანის მიერ!4) უნგრეთში არ ჰყავდათ პოლოტიკური ტყვეები და არ ვაჭრობდნენ ადამიანის თავისუფლებით პოლოტიკური მიზნებისთვის!5) უნგრეთიდან მიგრაციის დონე, რა მოსატანია საქართველოსთან!6) “აბა ომი გინდათ” კამპანიამ ბუნებრივია ვერ იმუშავა 2026 წელს (შედარებისთვის ჩვენთან უფრო იმუშავა მით უმეტეს 2024 წელს), რადგან ამ ეტაპზე, უკვე უკრაინასთან პრაქტიკულად ნულოვანი უპირატესობა აქვს რუსეთსომში, უფრო პირიქითაა ეს ამბავი!7) უნგრეთში ცესკომ რიცხვები არ/ვერ გადაწერა!რაც შეეხება არგუმენტს, “იმხელა უპირატესობით უნდა მოუგო, რომ გაყალბებას აზრი აღარ ჰქონდეს”, აქ გასათვალისწინებელია ის, რომ ბიძინა რუსის რეჟიმი უფრო ახლოსაა ლუკაშენკოს ბელორუსიის მოდელთან, ვიდრე ორბანის ავტოკრატიასთან!ბელორუსში 2020 წელს მინიმუმ 70% აიღო ტიხანოვსკაიამ, თუმცა კი ვნახეთ რაც მოხდა!ამ ფაქტორების გათვალისწინებით დასკვნა ისაა, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინააღმდეგობა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით, მეტად უნდა დავასუსტოთ რეჟიმი!რათა ვაიძულოთ გაათავისუფლონ პოლიტიკური ტყვეები და სულ მინიმუმ უკეთესი საარჩევნო გარემო შევქმნათ!პოლიტიკური ტყვეების და სუპერგამყალებებელი ცესკოს პირობებეში, არჩევნებში შესვლა ბიძინა რუსის ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება და არა ხელისუფლების ცვლილებისთვის ბრძოლას!
















კომენტარები