• რეკლამა
  • კონტაქტი
18:04, ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოპოზიციის ლიდერები, აქტივისტები და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც კი, შესაძლოა, ციხეში ბუნდოვანი და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით აღმოჩნდნენ – სალომე ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:46 03-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
187

პროევროპული აქციების მონაწილეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. “რეპრესიები არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფინანსურიცაა, ამისთვის იღებენ დრაკონულ კანონებს” – განაცხადა მან. ზურაბიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” 5000-ლარიან ჯარიმებსა და სისხლის სამართლის დევნას აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების შეზღუდვისთვის იყენებს.

“მშვიდობიანი მომიტინგეები დიდ ჯარიმებს იღებენ, საუბარია 5000 ლარზე, როცა მინიმალური ხელფასი 200 ლარია, საშუალო ხელფასი კი – 1500 ლარი. ყველა ჯერზე, როდესაც რუსთაველის გამზირს კეტავ, შეიძლება დაჯარიმდე და ზოგიერთისთვის ჯარიმის ღირებულება 5-ჯერ, 7-ჯერ, 10-ჯერ იზრდება. ეს ზომების სპეციალურად არის მიღებული, რათა ფინანსურად დააზიანოს აქტივისტები და მათი ოჯახები.

მოსახლეობის მიერ მათ მხარდასაჭერად შექმნილი სოლიდარობის ფონდები დაყადაღებულია. მიმდინარეობს აქტიური კონტროლი აქტივისტებისა და პოლიტიკურად აქტიური ადამიანების დაფინანსების წყაროებზე. ოპოზიციის ლიდერები, აქტივისტები და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც კი, შესაძლოა, ციხეში ბუნდოვანი და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით აღმოჩნდნენ. მათ შორის დღეს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერიც [მამუკა ხაზარაძე] მოხვდა, რომელსაც სისხლის სამართლის დევნით დაემუქრნენ, რადგან მას [ხაზარაძეს] არ სურს, ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილი კომისიის ცნობა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თეგები: სალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება

14:16 10-23-2025
ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

16:47 10-22-2025
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
ახალი ამბები

კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება

15:51 10-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved