• რეკლამა
  • კონტაქტი
10:00, ოთხშაბათი, 24 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ოპოზიციაში, შეიძლება, ქალებმა ერთმანეთს თმები დააწიწკნონ… სოფო ჯაფარიძეს, არამარტო გამსვლელ სიაში აქვს ადგილი გარანტირებული, რამდენიმე დაქალის ჩაწერაც სურს“

ალია ავტორი - ალია
20:56 11-05-2023
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,075

ანი დვალიშვილი

ერთხელ დავწერეთ, ორჯერ, სამჯერ იმის შესახებ, რომ საპარლამენტო სიის ფორმირება როგორც უმრავლესობაში, ისე ოპოზიციაში აქტიურად მიმდინარეობს და გამსვლელ სიაში მოსახვედრად სერიოზული ბრძოლაა გაჩაღებული. ამ ყველაფერს უმრავლესობა ჯერჯერობით არ იმჩნევს, არ იმჩნევდა ოპოზიციაც, მაგრამ სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა, პარტიის წევრებისთვის მოწოდება გაეკეთებინა, ერთმანეთის დაჭმას შეეშვით და სიაში ისეთი ხალხი ჩაწერეთ, ვინც აქამდე დეპუტატი არ ყოფილაო. მიშას განცხადებამ ძალიან, ძალიან ბევრი ლიდერი გააბრაზა, მაგრამ ხმამაღლა ამის თქმას ვერავინ ბედავს, რადგან აღნიშნულ მოწოდებასთან ერთად, სააკაშვილმა ნიკა მელიას პირდაპირ მიანიშნა, ან გაუმდი, ან პარტიიდან წადიო და არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, პარტიიდან წასვლა არავის სურს. მელია კი დანებებას არ აპირებს და ისიც გაიხსენა, თავის დროზე, იმავე სააკაშვილმა, ვაშაძეზე რომ თქვ, მოშივდა და ბიძინასთან წავიდა, მისი საქმე აკეთაო, ახლა კი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პარტნიორია.

პირდაპირ ვთქვათ – საპარლამენტო სიაში მოსახვედრად მთავარი ომი გაზაფხულზე გაიმართება და სიტუაცია ახლა უკვე იმდენად მძიმეა, რომ ინფორმაცია და დაპირისპირება კულუარებიდან აუცილებლად გამოჟონავს. თანაც, კანონმდებლობის მიხედვით, საპარლამენტო სიაში გენდერული ბალანსის დაცვაა აუცილებელი და ომში მხოლოდ კაცები არ იქნებიან, ქალებიც აქტიურად მოითხოვენ მზის ქვეშ ადგილს. აი, რას ამბობს, „ალიას“ წყარო:  „ამ შემთხვევაში, მმართველ გუნდში სიტუაცია უფრო მარტივია, რადგან სუსტი სქესის წარმომადგენლების დაკომპლექტება იოლად მოხდება (გარკვეულ მიზეზთა გამო), აი, ოპოზიციაში კი შეიძლება ქალებმა ერთმანეთს თმებიც დააწიწკნონ. მითუმეტეს, რომ არსაიდან მოსულ სოფო ჯაფარიძეს, არამარტო გამსვლელ სიაში აქვს ადგილი გარანტირებული, არამედ რამდენიმე დაქალის ჩაწერაც სურს, რაზეც უდიდესი ალბათობით, სააკაშვილს მარტივად დაითანხმებს და ეს ყველამ იცის.“

სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ დაიზღვია თავი მიშამ და ფაქტია, რომ სიის დაკომპლექტებაში არამარტო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს, არამედ შესაძლოა, ასი პროცენტით თავად დააკომპლექტოს, მაგრამ…

„სააკაშვილი ხვდება, რომ ამომრჩევლის ოდენობა საკმარისი არ არის და ამიტომ ცდილობს, როგორმე ახალი ამომრჩეველი მონახოს. იმ ადამიანების ჩასმა სიაში, ვინც აქამდე დეპუტატი არ ყოფილა, ერთ-ერთი კარგი გზაა, რადგან ეს ადამიანები აუცილებლად შეეცდებიან ხმების მოგროვებას და სამეგობრო-სანათესაოს გარდა, რიგით ადამიანებთანაც აქტიურად იმუშავებენ. ამასთან ერთად, სააკაშვილი იმასაც კარგად ხვდება, რომ მისი გუნდის ძველი წევრები, ამომრჩევლის თვალში დიდი ავტორიტეტით ვერ სარგებლობენ, რომ ისინი ჩვეულებრივი, ოდიოზური ფიგურები არიან და ამიტომ, თვალს უნდა მოაფაროს ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე მოაფარა თვალს პარტიის ლიდერშიფი და შემდეგ ისინი პარლამენტში აღმოჩდნენ და ფონს მხოლოდ გამოცდილების ხარჯზე თუ გადიან“, – გვეუბნება „ნაციონალების“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც სიაში მოხვედრის იმედი უკვე აღარ აქვს.

მიშა მას შემდეგ უფრო გააქტიურდა, რაც დარწმუნდა, რომ 99%-იანი სიზუსტით, საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ და გეგმა, რომელსაც უარის შემთხვევაში ქუჩაში ახალგაზრდების გამოყვანა და რევოლუციის მოწყობის მცდელობა ერქვა, ჩავარდა. მეტიც, სულ ტყუილად გადაუხადეს 2 მილიონამდე თანხა სერბ ტრენერებს, რომლებმაც „ნაციონალების“ აქტივი სწორედ დეკემბრის აქციებისთვის მოამზადეს და აუხსნეს, როგორ უნდა მოეხდინათ „მშვიდობიანი გადატრიალება“. კანდიდატის სტატუსის მიღება არის ის, რაც მმართველ გუნდს არჩევნებამდე მშვიდად მიიყვანს, რადგან ოპოზიციას არც მიზეზი და არც რესურსი არ ექნება იმისთვის, რომ ქუჩაში ხალხი გამოიყვანოს.

თუმცა, „ქართულ ოცნებას“ ახლა სხვა საზრუნავი უფრო აქვს. საარჩევნო სიის დაკომპლექტებას ღარიბაშვილი-კობახიძე-კალაძე აპირებენ, რა თქმა უნდა, ივანიშვილთან შეთანხმებით, მაგრამ საკუთარი ინტერესი ისევ აქვს ძალოვან უწყებას და რაც მთავარია, არავინ იცის, რამდენ „უცხო“ ადამიანს ჩასვამს სიაში ივანიშვილი. ჰო, უცხოს, რადგან ყველამ იცის, რომ წინა არჩევნებზე კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავა სიაში მხოლოდ იმიტომ მოხვდნენ, რომ ბერას ძმაკაცები არიან და თავისი კვოტა ბერამაც გამოიყენა. თანაც, მომდევნო პარლამენტში მოხვედრა საინტერესო იმითაც იქნება, რომ დეპუტატების ხელფასი 3500 ლარიდან ერთბაშად 8500-მდე გაიზრდება და ეს თანხა 4-წლიან პერიოდში, 400 ათას ლარს აღემატება. ამას დაამატეთ პარლამენტარის მანდატი, რაც თავის თავში მოგებულ ტენდერებსა და კიდევ ბევრ ამქვეყნიურ სიკეთეს გულისხმობს და ჩვენდა საუბედუროდ, დეპუტატობა უკვე ოფიციალურად ასოცირდება მილიონერობასთან.

ბერა ივანიშვილი ტყუილად არ გვიხსენებია. ჩვენი ინფორმაციით, ის სიაში ოთხი კაცის ჩაწერას მოითხოვს და თანაც ისეთების, პოლიტიკურად აქტიურები რომ არ იქნებიან, უბრალოდ მანდატი ექნებათ და არც ამომრჩევლების მიმართულებით შემატებენ გუნდს რამეს. იგივე შეიძლება ითქვას ბიძინა ივანიშვილის რჩეულებზეც, ამომრჩევლის რესურსი არც მათ ექნებათ და ყველაფერი ისევ ძველი გვარდიის კისერზე გადაივლის, იმ გვარდიის, რომელთაგან ბევრი პარლამენტში ვეღარ მოხვდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025

ბიზნესი

თიბისიმ შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერისთვის აზიის განვითარების ბანკის ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერისთვის აზიის განვითარების ბანკის ჯილდო მოიპოვა

15:07 09-23-2025
გიორგი მესხი – ფრილანსერი, რომელიც 600-ზე მეტ სტარტაპს ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარა – თიბისი
ახალი ამბები

გიორგი მესხი – ფრილანსერი, რომელიც 600-ზე მეტ სტარტაპს ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარა – თიბისი

14:30 09-23-2025
თიბისი GAIA-სთან ერთად მოსწავლეებს AI საოლიმპიადო კურსებს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი GAIA-სთან ერთად მოსწავლეებს AI საოლიმპიადო კურსებს სთავაზობს

14:05 09-23-2025
Travel eSIM – ინტერნეტ პაკეტები საუკეთესო მოგზაურობისთვის
ახალი ამბები

Travel eSIM – ინტერნეტ პაკეტები საუკეთესო მოგზაურობისთვის

14:02 09-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved