“ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით, საპროტესტო აქციები, თბილისში ორ ლოკაციაზე გაიმართება.
პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ორივე აქცია ერთდროულად, 14:00 საათზე დაიწყება.
“შევიკრიბებით ორ, გეოგრაფიულად განსხვავებულ წერტილში – თბილისში, 300 არაგველის მეტროსთან 14:00 საათზე და დიდუბის მეტროს ქვედა მხარეს, ასევე 14:00 საათზე. ბრძოლა გამარჯვებამდე, ბრძოლა ამ ქვეყნის გათავისუფლებამდე და ბრძოლა ამ ქვეყნის უკეთეს მომავლამდე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
კომენტარები