ონისე ცხადაძეს მამის დაკრძალვაზე მიიყვანენ, თუმცა როდის, უცნობია. დილიდან თერჯოლაში გელა ცხადაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ცხადაძეების ოჯახი ელოდება, როდის ჩაიყვანს მამის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად საბადრაგო სამსახური სინდისის პატიმარს. უკვე ცნობილია, რომ არც ციხის ადმინისტრაცია და არც პროკურორი წინააღმდეგი არ არის, ონისე ცხადაძე სამძიმარზე ჩავიდეს. არ არის გამორიცხული, პატიმრის ეტაპირება სამშაბათს, გასვენების დღეს მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ ონისე ცხადაძის მამა, გელა ცხადაძე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
კომენტარები