ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა და რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ „იმედის“ ეთერში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრეს.
დევი ტაბიძის თქმით, „ომიკრონს“ სერიოზული გართულებები ახლავს.
„რეალურად, ეს კორონავირუსის ერთ-ერთი მუტაციაა და ჩვეულებრივად იგივე „პატივი უნდა გვეცა“ მისთვის და უფრო მეტი ყურადღებით მოვქცეულიყავით და არ იქნებოდა ინფიცირების შემთხვევების ასეთი რაოდენობა. არანაირად არ შეიძლება „ომიკრონზე“ საუბარი ასე მარტივად. აქვს სერიოზული გართულებები. ნუ მივიყვანთ მოსახლეობას იმ დონემდე, რომ მართლაც მივიღოთ რაღაც სერიოზული პრობლემები. ვართ პიკურ მდგომარეობაში და აუცილებლად დაიწყება კლება“, – აცხადებს დევი ტაბიძე.
ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგის თქმით, ჰოსპიტლები მაღალი დატვირთვით მუშაობენ.
„არის შემთხვევები როდესაც ინფიცირებულები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. კლინიკები ამჟამად მაღალი დატვირთვით მუშაობენ. დაავადებაზე გავლენის მომხდარი ფაქტორებია: მოსახლეობის ვაქცინირება და იმ პრევენციული ღონისძიების დაცვა რაც არის მოწოდებული ამ დაავადების თავიდან აცილებისთვის“, – აღნიშნავს ოთარ ჩოკოშვილი.
კომენტარები