,,ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით? კარგად ვაგვარებ ომებს. კარგად ვამყარებ მშვიდობას”, – ასე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამშვიდობო პროცესს.
ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შენარჩუნდება, რადგან ხალხი კონფლიქტით დაიღალა. მისივე განმარტებით, ჩამოყალიბდება ღაზის სამშვიდობო საბჭო და პალესტინური ანკლავის აღდგენა “თითქმის დაუყოვნებლივ დაიწყება”.
განცხადება გააკეთა ისრაელის პრემიერ-მინისტრმაც. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მძევლების გათავისუფლება ისტორიული მოვლენა და ახალი გზის დასაწყისი იქნება.
ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა ამ მომენტში ეროვნული ერთიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ “სამხედრო კამპანია ჯერ არ დასრულებულა”.
კომენტარები