• რეკლამა
  • კონტაქტი
15:40, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ომეგა-3, D ვიტამინი და სხვა პრეპარატები, რომლებიც უნდა მიიღონ მათ, ვინც კორონავირუსის სახლში ებრძვის

ალია ავტორი - ალია
11:00 10-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

„მკურნალის“ მთავარი რედაქტორი, ექიმი თამარ მამაცაშვილის რჩევები მათ, ვინც კორონავირუსული ინფექციის მსუბუქ ფორმას შინ დამოუკიდებლად უმკლავდება.

ექიმის რჩევებს „მკურნალი“ აქვეყნებს: 

სვით ბევრი სითხე – ეს იმისთვის არის საჭირო, რომ მოხდეს ორგანიზმის დეზინტოქსიკაცია და ვირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომები შემსუბუქდეს. სითხეების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხელი ჩაი (კარგია მოცხარის, მოცვის, ჟოლოს, ცაცხვის ჩაი), ჩვეულებრივი ან მინერალური წყალი (ცივს ნუ დალევთ – შეათბეთ მიღების წინ), ცხელი კომპოტი. თუ რძეზე ალერგია ან აუტანლობა არ გაქვთ, შეგიძლიათ სვათ ცხელი რძეც.

მუკოლიზური და ამოსახველებელი ჯგუფის რომელიმე პრეპარატი შეგიძლიათ მიიღოთ, თუ გაქვთ მშრალი, შეტევითი ხველა. მედიკოსთა გამოცდილებით, კოვიდ ინფექციით გამოწვეული ხველისას კარგად მუშაობს ბრომჰექსინის, აბროქსოლის ჰიდროქლორიდის, დექსტრომეტორფანის ან გუაფენეზინის შემცველი პრეპარატები.

ნუ დაწვებით გაუნძრევლად ზურგზე, თუ შეუძლოდ გრძნობთ თავს, ეცადეთ უფრო ხშირად გვერდზე დაწვეთ. თუ ძალიან სუსტად არ ხართ, წამოდექით, იარეთ, ისუნთქეთ, რათა ფილტვებმა აქტიურად იმუშაოს.

სიცხის დამწევი პრეპარატები – პარაცეტამოლი ან მისი შემცველი კომბინირებული საშუალებები მიიღეთ, თუ ტემპერატურა გაქვთ, შეგიძლიათ მიიღოთ გრიპის ჩაი, რომელშიც შედის ანტიალერგიული კომპონენტიც, ვიტამინიც პარაცეტამოლთან ერთად. რაც შეეხება იბუპროფენს, მასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა მედიკოსებს შორის – დაიდო კვლევის შედეგი, რომ იბუპროფენის მიღებამ შეიძლება გააუარესოს კორონავირუსული ინფექციის მიმდინარეობა, თუმცა სხვა კვლევით ეს შედეგი უარყვეს. ალბათ მაინც აჯობებს, რომ ამ ეტაპზე პარაცეტამოლი იყოს შერჩევის პრეპარატი.

პრობიოტიკები, სითხეები მიიღეთ, თუ ფაღარათი გაქვთ – სასურველია სპეციალური მარილოვანი ხსნარები.

საწუწნი აბები ან სპრეი გამოიყენეთ, თუ ყელი გტკივათ, რომელთაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

ომეგა 3-ისა და D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზის შემცველი პრეპარატების მირება შეგიძლიათ – სამედიცინო კვლევებით დადასტურდა D ვიტამინის გარკვეული ეფექტიანობა ორგანიზმის იმუნური თვისებების ასამაღლებლად. თუმცა პრეპარატის შერჩევისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ თუ ამ ვიტამინის დეფიციტი ანალიზით არ გაქვთ დადასტურებული, უნდა სვათ მისი მხოლოდ პროფილაქტიკური დოზა და არა სამკურნალო, რომელშიც გაცილებით დიდი დოზით არის დ ვიტამინი.

თვითნებურად ნუ დაიწყებთ ანტიბიოტიკების მიღებას. ნურც ჰორმონს მიიღებთ თვითნებურად. როცა ეს პრეპარატები საჭირო არ არის, ისინი უფრო ართულებენ დაავადების მიმდინარეობას.

აუცილებლად და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ დაავადების ნებისმიერ დღეს გამოგივლინდათ შემდეგი ნიშნები:

  • გიჭირთ სუნთქვა ან დაგეწყოთ ქოშინი
  • გაქვთ ტკივილი გულმკერდის არეში
  • დაგერღვათ მეტყველება ან შეზღუდული გაქვთ მოძრაობის უნარი

ეს ნიშნები დაავადების გართულებაზე მეტყველებს. სხვა შემთხვევაში კი იმკურნალეთ გამოვლენილი სიმპტომების შესაბამისად ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციებით.” – აცხადებს თამარ მამაცაშვილი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved