დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად ლევან იოსელიანის კანდიდატურას წარადგენენ და კენჭს განხილვის გარეშე უყრიან. ლევან იოსელიანის კანდიდატურა პოლიტიკურმა ჯგუფმა “მოქალაქეებმა” წარადგინა.
საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
მას მხარს უჭერს ასევე, ოპოზიციის ნაწილიც. სახალხო დამცველის ასარჩევად სულ 90 დეპუტატის ხმა არის საჭირო.
იოსელიანის კანდიდატურა უკვე განიხილა და მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა.
კომენტარები