მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული მდგომარეობის ფსიქონევროლოგიური რეაბილიტაცია და მკურნალობა არ ჩატარებია – მამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
“ფარმაკოლოგიური წამების ნაწილზე დებატები, როგორც ჩანს, სამედიცინო სივრცეში გაგრძელდება. ეს ნორმალურია.
აი რაც უდავოა სახალხო დამცველის დასკვნით და ემპათიის დასკვნითაც – გორის ჰოსპიტალში გატარებული 21 დღის განმავლობაში, პოსტტრავმული მდგომარეობის ფსიქონევროლოგიური რეაბილიტაცია და მკურნალობა არ ჩატარებულა, მიუხედავად უკიდურესი აუცილებლობისა.
ყოველი დღე არა უბრალოდ დაკარგულია, არამედ, ამ მხრივ, გააღრმავა პრობლემა და შესაძლოა შეუქცევადი და აღუდგენელი ზიანი მიაყენა სააკაშვილს”,- წერს ნიკა გვარამია
კომენტარები