ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ 188 პირია გადმოყვანილი.
შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის, ინფორმაციით, 80-მდე პაციენტს კლინიკებში სხვადასხვა დაავადებებზე მკურნალობენ.
ნაწილი კი საკარანტინო ზონაშია ან თვითიზოლაციაშია.
“იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ამ მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობა და ბუნებრივია, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვერ ვიტყვით, რომსწორედ ეს არის ციფრები და არა მეტი ან ნაკლები, მაგრამ აშკარაა ტენდენცია, რომ იზრდება მაჩვენებლები”, – განაცხადა ციხელაშვილმა.
კომენტარები