აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული 4 სამხედრო მოსამსახურე ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ.
სამოქალაქო პანაშვიდზე სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მათ თანადგომა გამოუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 ადამიანის ნეშტი 22 აპრილს გადმოასვენეს.
კომენტარები