დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, 7 აპრილიდან აბონენტებს ელექტროენერგია დღეში ექვსი საათით გაეთიშებათ.
როგორც კომპანია “ჩერნომორენერგოში” აცხადებენ, მიზეზი ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის მე-8 კილომეტრზე მომხდარი დაზიანებაა. კერძოდ, სადგურზე კედელი დაზიანდა და ტურბინის განყოფილებაში ბეტონის ნამსხვრევები ჩავარდა, რის გამოც სადგურის მუშაობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.
აღდგენითი სამუშაოები სავარაუდოდ 15 აპრილამდე გაგრძელდება.
კომენტარები