უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საერთო ჯამში 219 ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
29 აპრილის დილის მდგომარეობით უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 617-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. ოფიციალური მონაცემებით და დაიღუპა 219 ბავშვი.
„ყველაზე მეტად დაზარალდნენ დონეცკის რეგიონში, ხარკოვში, ჩერნიგოვში, ნიკოლაევში, ლუგანსკში, სუმსა და კიევში. ეს მონაცემები საბოლოო არ არის გამომდინარე იქიდან, რომ საომარი მოქმედებების გამო ზუსტი მაჩვენებლის დადგენა ვერ ხერხდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები