საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს გაიმართება. როგორც გახელაძის მეუღლე აცხადებს, სასამართლოს შემდეგ გაირკვევა, დარჩება თუ არა დაკავებული პატიმრობაში.
გახელაძის პროცესი 25 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა უცნობი მიზეზის გამო გადაიდო. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ზაზა გახელაძე, საოკუპაციო ძალების ტყვეობაში გასული წლის 11 ივნისიდან იმყოფება. დაკავებისას ის ფეხში დაიჭრა.
კომენტარები