ჟურნალისტი, , კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:
,,აქაური პოლიტიკურ–ექსპერტული საზოგადოება ჯიუტად არ იმჩნევს პროცესს, რომელიც ხელის გულზე დევს.
დღეს ქოცებმა დააინიცირეს გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა გამკაცრების ნაცვლად ამსუბუქებენ. ყოველ შემთხვევაში, საელჩოებისთვის და მათ თანხების ხარჯვას აღარ აუკრძალავენ.
სხვათა შორის, ამის შესახებ ვთქვი 5 დღის წინ ჩემს ვიდეოში თემაზე – რატომ დაურეკა რუბიომ კობახიძეს. მას შემდეგ კობახიძე უბრალოდ გაუჩინარდა. ერთადერთი დებატებში გამოჩნდა ჰესების თემაზე. არ ვიცი, ნუთუ ასე ძნელია ანალიზი, რომ რაღაც პროცესი მიმდინარეობს შტატებსა და ქოცებს შორის? როდემდე უნდა ამტკიცოთ დაჟინებით, რომ ირანთან დაკავშირებით დაურეკა რუბიომ კობახიძეს?
არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ გატრუნულია მათი პროპაგანდა და რუბიოს ზარი დიდ გამარჯვებად არ გამოაცხადა.
ქოცებს მოუწევთ რამდენიმე ისეთი დათმობის გაკეთება, რაც მათთვის შეიძლება წამგებიანი იყოს. თუმცა, საქართველოსთვის მომგებიანი. ყველაფერი ახლო მომავალში გამოჩნდება და დაიდება ხელის გულზე.
უბრალოდ, მე ერთი რამე მაშინებს – ჩვენი არაადეკვატური “პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა“, და ე.წ. ჩვენი ბაბლი, რომელიც ქოცებს ყველაზე წამგებიანი სიტუაციიდან გამოძვრომის საშუალებას მისცემს.“
















კომენტარები