ნორვეგიის ციხეში ქართველ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
ეს საზღვარგარეთ არსებულ ციხეებში ქართველი პატიმრის დაინფიცირების პირველი შემთხვევაა. სხვა ქვეყნებში მსგავსი ფაქტი არ დადასტურებულა.
საქართველოში კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 77 უკვე გამოჯანმთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმშია 5 000 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 494 მოქალაქე რჩება. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
კომენტარები