• რეკლამა
  • კონტაქტი
02:13, სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ნოღაიდელის ასეთ გამოსვლას თავად მიხეილ სააკაშვილიც არ ელოდა და მან თავისი მიმართვა ასე დაიწყო: “ზურა, ძვირფასო…” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
00:26 04-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
114

ისტორიკოსი ბექა კობახიძე:

,,როგორც ისტორიკოსი, დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ვიყავი. იმას ვნანობ, აქამდე რატომ არ ვიყავი. თანამედროვეთათვის ეს იყო “სააკაშვილის და ნოღაიდელის პოლემიკა”, მაგრამ 50 და 100 წლის შემდგომ ისტორიკოსისთვის ამ სხდომის ოქმი იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი საბუთი – როგორ წარსდგნენ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ერთმანეთის პირისპირ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერი. საქართველოს ისტორიის რაოდენ თხელკანიანი წიგნიც არ უნდა დაიწეროს, ამ სხდომაზე განხილული საკითხები აუცილებლად შევა მასში. კერძოდ, ირჩეოდა 2007 წლის 7 ნოემბერი და საკითხი წვდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომსაც. ამ საკითხებზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს იმჟამინდელი პრეზიდენტი და პრემიერი.

სხდომათა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, მედია მიმოხილვასაც ვუყურე და რაც ფართო საზოგადოებამდე მივიდა, ეს არის შოუ და ბელეტრისტიკა. უფრო მეტიც, სააკაშვილისა და ნოღაიდელის დაპირისპირების შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ დარბაზი დატოვა და ნოღაიდელის დაკითხვის ბოლომდე 3-4 ადამიანი დავრჩით.

ამ პოსტის სახით მინდა ჩავინიშნო და თქვენც გაგიზიაროთ ცხელი შთაბეჭდილებები: მიხეილ სააკაშვილმა შესავალი სიტყვა რომ დაასრულა, მხარდამჭერებს მოუწოდა, დარჩით, “მოღალატე ნოღაიდელის” (ვციტირებ) დაკითხვაზეო.
ნოღაიდელი ბრალდების მხარის მოწმე იყო და ბუნებრივია სააკაშვილს მისი მხრიდან უარყოფითი ჩვენების მოლოდინი ჰქონდა.
მოვიდა ნოღაიდელი. საკმაოდ მობერებული, დასუსტებული და გასუქებული მეჩვენა.

ჩემდა გასაკვირად, მისი ჩვენება მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს უფრო ეხმიანებოდა, – ვიდრე ბრალდების მხარისას. ნოღაიდელმა თქვა, რომ მისი (ნოღაიდელის) დავალებით 2007 წლის ზაფხულში ბადრი პატარკაციშვილთან წარმოებდა მოლაპარაკება, რომ ბადრის სახელმწიფოსთვის მიეყიდა ტელეკომპანია “იმედი”, ხოლო სახელმწიფო მას მიჰყიდიდა საქართველოს რკინიგზას. ნოღაიდელისავე დასკვნით, პატარკაციშვილი არ ყოფილა დაინტერესებული რკინიგზით, რადგან მას მთელი სახელმწიფო უნდოდა (რკინიგზის ჩათვლით). ნოღაიდელმა დაადასტურა, რომ ტელეკომპანია “იმედი” რუსული ფულით შეიქმნა.
ნოღაიდელმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში, არსებობდა ტელეკომპანია “იმედის” მუშაობის შეჩერების სამართლებრივი საფუძველი; ასევე, არსებობდა ჯარის ქუჩაში გამოყვანის საფუძველიც.
საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა “იმედში” პოლიციის შესვლიდან 19 საათის შემდეგ, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მანამდე იყო მიღებული.
ნოღაიდელმა დაადასტურა, რომ 2007 წლის 16 ნოემბერს სააკაშვილთან შეთანხმებით გადადგა თანამდებობიდან, მაგრამ 2008 წლის იანვარში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მას უჭერდა მხარს.

ანუ, ნოღაიდელის ჩვენებით, გამოვიდა ისე, რომ სააკაშვილს პროცედურულ დარღვევას ედავებიან ამ 19 საათის გამო. მისივე თქმით, თავის დროზე არც კი მიუქცევია ამ აცდენისთვის ყურადღება.
უფრო მეტიც, ბრალდების მხრიდან დაკითხვის პროცესში, ნოღაიდელი სააკაშვილს მოიხსენიებდა, როგორც “პრეზიდენტს”, რაც ერთგვარ პატივისცემას აჩვენებდა მიხეილ სააკაშვილისადმი.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ნოღაიდელის ასეთ გამოსვლას თავად მიხეილ სააკაშვილიც არ ელოდა და მან თავისი მიმართვა ასე დაიწყო: “ზურა, ძვირფასო…”

ზემოხსენებული თემები რომ გაიარეს, სააკაშვილმა ჰკითხა ნოღაიდელს, რა უნდოდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პუტინთან? ნოღაიდელმა დაადასტურა, რომ ომის შემდეგ ოთხჯერ თუ ხუთჯერ შეხვდა პუტინს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის რანგში და რომ ეს შეხვედრები “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა გაუმჯობესებას” ემსახურებოდა.
სააკაშვილმა ეს ვერ აპატია ნოღაიდელს და მოღალატე უწოდა. მიშა საკნიდან იქნევდა მუშტებს, აქედან კი ნოღაიდელმა გაიწია. დარბაზი აყვირდა. ნოღაიდელი შემობრუნდა და დარბაზს დედა აგინა. ფართო საზოგადოებამ ეს გაიგო ამ სხდომიდან, მაგრამ, როგორც ხედავთ, ამაზე ბევრად მეტი მოხდა.

ვისი მანდატით აღჭურვილი ჩავიდა ნოღაიდელი ოთხჯერ თუ ხუთჯერ პუტინთან? რა შანსი იყო ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საქართველოს სახელით ურთიერთობები დაელაგებინა რუსეთთან? რა შედეგით დასრულდა ეს ვიზიტები?

აქ მქონდა ცდუნება მეთქვა ეს ისტორიკოსებმა განსაჯონთქო, მაგრამ ჯერჯერობით ერთადერთი ისტორიკოსი ვარ, ვინც ამ სხდომის შინაარსს სრულად იცნობს და ვიტყვი: ნოღაიდელს ერთი კაპიკიც რომ არ აეღო რუსებისგან, ამ ვიზიტების ერთადერთი შედეგი იყო შემდეგი: რუსული სახელმწიფო ნარატივის მიხედვით, მათ პრობლემა აქვთ სააკაშვილთან, თორემ ხვდებიან ნოღაიდელს, ბურჯანაძეს, კუკავას, ბაღათურიას, უყვართ ქართველი ხალხი და ა.შ. ამ ქართველ ხალხს 1992-93 წლებში ტერიტორიები წაართვეს, როცა სააკაშვილი ხსენებაში არ იყო, სამასი ათასი ქართველი დევნილად აქციეს, მაგრამ უყვართ ქართველი ხალხი.

მანამდე ჟორდანიასთან ჰქონდათ პრობლემა, თორემ უყვარდათ ქართველი ხალხი, ელაპარაკებოდნენ რა ფილიპე მახარაძეს და ბუდუ მდივანს.
კიდევ უფრო მანამდე, ბაგრატიონები გადაასახლეს საქართველოდან, თორემ…

ახლაც ასეა, “უყვართ ქართველი ხალხი”, არსებულ ხელისუფლებასთანაც არ აქვთ პრობლემა, მაგრამ აფხაზეთი და ცხინვალი კვლავ ოკუპირებულია, ქართულ ოცნებასაც მაგას ეუბნებიან, რომ აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებით უნდა შევეგუოთ “ახალ რეალობას” (იხ. ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები).

ერთი სიტყვით, 2009-2010 წლებში პუტინთან ვიზიტებით, სულ მცირე, ზურაბ ნოღაიდელმა შეასრულა რუსების “ლეღვის ფოთლის” როლი და ამაზე აყვირდა სააკაშვილი, შე მოღალატეო, თორემ ნოღაიდელის დღევანდელ ჩვენებას მისი მხრიდან საყვირალი არაფერი ჰქონდა.

ამ ინციდენტის შემდეგ, დარბაზიდან გავიდა სააკაშვილი, გავიდნენ მისი მხარდამჭერები და დავრჩით სამი დამსწრე, ნოღაიდელი, სამი მოსამართლე, ორი პროკურორი და ორი ადვოკატი. ნოღაიდელის დაკითხვა დაიწყო სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ. ბრალდების მოწმე უკვე ძალიან განერვიულებული იყო, ხოლო დაცვის ადვოკატი ბასილაია – კარგად მომზადებული. ამიტომ, ეს მონაკვეთიც დაცვის მხარის აქტივში უნდა ჩაიწეროს. კითხვა-პასუხის რეჟიმში, ბასილაიამ შორი წრე მოატარა ნოღაიდელს და გამოიყვანა შემდეგი დასკვნა: სააკაშვილის მთავრობის ორი წევრი დადიოდა პუტინთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ – ნოღაიდელი და ბურჯანაძე. ორივე მათგანი სააკაშვილის წინააღმდეგ არიან მოწმეებად წარმოდგენილნი სასამართლო პროცესზე.

მთელს ამ პროცესში, პროკურორები დიდად არ გარჯილან, თავი არ გამოუდიათ. როცა ჯერ სააკაშვილი და მერე ბასილაია კარგად ამუშავებდნენ ნოღაიდელს, მათ დიდად არ უცდიათ მოწმის ჩიხიდან გამოყვანა. არ მინდა მათ არაკომპეტენტურობა დავწამო, მაგრამ რით ავხსნათ ასეთი ინერტულობა? იმით რომ განაჩენი წინასწარ ცნობილია და თავის გამოდება საჭირო აღარ არის?
განაჩენი განაჩენად და ამ პროცესზე, ამ ჩვენებების შექმნით, ყველა მონაწილე ისტორიას და ჯერ რომ არც დაბადებულა იმ ისტორიკოსს ესაუბრებიან. ისტორიკოსის განაჩენი ამაზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება.“

თეგები: ბექა კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved