ნიუ-იორკში, საჯარო სექტორში დასაქმებული 1 400 აუცრელი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, – ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს და წერს, რომ გათავისუფლებულთა უმეტესობა განათლების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო.
სამსახურიდან დათხოვნის საფრთხე 3 000-ზე მეტ ადამიანს ემუქრებოდა, თუმცა ბოლო მომენტში ნაწილმა აცრა გადაწყვიტა.
“ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ვაქცინაცია და არა თანამშრომლების გაშვება”, – თქვა ნიუ-იორკის მერმა.
კომენტარები