გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ ოფისში ნაჯახითა და ხმლით შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და ოფისის პოლიტიკურ განყოფილებასთან გასაუბრება მოითხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მას შემდეგ რაც მამაკაცს უარი უთხრეს პოლიტიკის დეპარტამენტში შესვლაზე, მან იარაღი საკუთარი ნებით ჩააბარა და სამართალდამცველების მისვლას დაელოდა.
მოგვიანებით მამაკაცი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
კომენტარები