• რეკლამა
  • კონტაქტი
17:29, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნინო კალანდარიშვილი გარდაიცვალა

ალია ავტორი - ალია
12:41 09-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
124

ბიბლიოგრაფი, ბიბლიოთეკათმცოდნე ნინო კალანდარიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ნინოს მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და მას თბილი სიტყვებით იხსენებენ.

გთავაზობთ ნინო კალანდარიშვილის ინტერვიუს, რომელსაც “თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები” აქვეყნებს:

“ზუსტად ოცდათხუთმეტი წელიწადია, წიგნისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში ვარ. 1984 წელს, უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრებისთანავე, თბილისის ცენტრალიზებული საბიბლიოთეკო სისტემის 23-ე ფილიალში დავიწყე მუშაობა. გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ თანამშრომლების სახით დიდი და მოსიყვარულე ოჯახი დამხვდა. მათგან ბევრი ისეთი ვისწავლე, რასაც უნივერსიტეტში ვერ ისწავლიდი. განსაკუთრებული პატივისცემით მოვიხსენიებ და სიყვარულით ვუხდი მადლობას ჩემს მაშინდელ ხელმძღვანელს, ფილიალის გამგე მაყვალა თვარაძეს. ამ ქალბატონმა მასწავლა ადამიანებთან ურთიერთობა, რომ მკითხველი კეთილგანწყობითა და ღიმილით უნდა მიიღო და არასდროს გაისტუმრო უარით. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ამ წლების განმავლობაში, ჩემი საბიბლიოთეკო საქმიანობის ყველა საფეხურზე, უამრავ ცნობილ თუ უცნობ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა, ვისგანაც ყოველთვის უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობდი და დღემდე ვგრძნობ.?მძიმედ მახსენდება ომის შემდგომი პერიოდი, 90-იანი წლები. უტრანსპორტობის გამო ბევრჯერ ფეხით დავბრუნებულვარ აღმაშენებლის გამზირიდან დიღმის მასივში, მაგრამ ყინვისგან გათოშილსა და უხელფასოსაც არ მიფიქრია საყვარელი ბიბლიოთეკის მიტოვება. მე და ჩემმა თანამშრომლებმა ათასობით წიგნი გადავარჩინეთ და მხრებით მოვიტანეთ აქამდე – ზუსტად ისე, როგორც თბილისის სხვა ბიბლიოთეკების შემთხვევაში იყო.

წიგნის ბიბლიოთეკის თაროზე სწორად მოთავსება არც ისე მარტივი საქმეა. ყველა წიგნს თავისი მისამართი აქვს, რათა ადვილად მოძებნო და მკითხველს დროულად მიაწოდო. ამისთვის ვიყენებთ უნივერსალურ ათწილად კლასიფიკაციას, რომელიც გულისხმობს მსოფლიოს ათი ცოდნის, ყველა იმ დარგის, რომელზეც აქამდე წიგნი დაწერილა (ეს იქნება მეცნიერება, მედიცინა, ტექნიკური საგნები თუ სხვა), 0-დან 9-მდე რიცხობრივი შესაბამისობით დაყოფას. მაგალითად, წიგნები, რომლებიც მოიცავენ მასალას საბანკო საქმის შესახებ, თავს მოიყრიან 336.7 განყოფილებაში, მხატვრული ლიტერატურა კი 821 განყოფილებაში. იმავე შინაარსის წიგნები, მსოფლიოს ნებისმიერ ბიბლიოთეკაშიც, ამავე ინდექსით იქნება განთავსებული. როგორც ხედავთ, საბიბლიოთეკო საქმიანობა მთელი მეცნიერებაა და არა მხოლოდ მკითხველის მომსახურება, ამიტომ ამ პროფესიას გაფრთხილება და ახალი თაობებისთვის გადაცემა სჭირდება”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved