ATP-ის ანტიკორუფციული ოფისი საქმეს იძიებს, რომელშიც საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ფიგურირებს.
Espn-ის ცნობით, ბასილაშვილი გარიგებულ მატჩში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი, საუბარია 2016 წელს გამართულ ერთ-ერთ საჩოგბურთო მატჩზე.
გამოძიება რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და მალე უნდა დასრულდეს. თუ ეჭვები დადასტურდება, ჩოგბურთელს დროებითი ან უვადო დისკვალიფიკაცია ემუქრება.
კომენტარები