22 წლის ნიკო კვარაცხელიას სამშაბათს დაკრძალავენ. მას ამაღლების ტაძრიდან გამოასვენებენ, შემდეგ კი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე პოლიცია ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს.
მოკლულ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას თავად კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არ ქონია. ის პირველი ქართული სოციალური ქსელის, “ფიდსის” შემქმნელი იყო; მონაწილეობდა არაერთ მნიშვნელოვან პროექტში და მას დღეს როგორც წარმატებულ და პროგრესულ ახალგაზრდას, ისე იხსენებენ.
კომენტარები