• რეკლამა
  • კონტაქტი
09:06, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ევროპარლამენტარების ერთობლივი პრესკონფერენცია

ალია ავტორი - ალია
17:37 02-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,984

ევროდეპუტატებმა რეზოლუციის მიღებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერებთან ერთად, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს:

“კმაყოფილი ხართ იმ რეზოლუციით, რომელიც ხვალ უნდა იყოს მიღებული? არაფერი არ არის იქ სასიხარულო. ასეთი რეზოლუცია უკვე მესამეა გასულ რამდენიმე თვეში და ეს უკავშირდება იმას, რაც ხდება საქართველოში. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ამას მოვუწოდებთ ამ რეზოლუციით ჩვენ, პოლიტიკური პარიტები, რომლებიც მუშაობდნენ ამ რეზოლუციაზე, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ” – განაცხადა  ურმას პაეტიმ.

კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, დანიუს ჟალიმასი კი ამბობს, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც მიტაცებულია ივანიშვილის რეჟიმის მიერ.

მისივე თქმით:

“ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას სანქციების შესახებ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დაკავება, დაჭერები ვერ განხორციელდება სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლოს გარეშე და ამიტომ ყველა პროკურორი და მოსამართლე ასევე უნდა გახდეს ამ სანქციების საგანი.

მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კომისიამ უნდა იმოქმედოს ახლავე, დაუყოვნებლივ და ის თანხები, რომელიც იყო განკუთვნილი საქართველოს მთავრობისთვის, გაანაწილოს დამოუკიდებელ მედიაზე და სამოქალაქო სექტორზე და ეს დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს”

ზურაბ ჯაფარიძემ ევროპელ პარტნიორებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

“მე დავიწყებ მადლობის გადახდით. დიდი მადლობა, რომ ქართველებს ასე უჭერთ მხარს. ქართველი არის ეროვნება, რომელიც ევროპას განიხილავს როგორც თავის სახლს. თქვენ იცით, რომ ახლანდელმა მთავრობამ მიიტაცა ყველა ინსტიტუტი სახელმწიფო და ცდილობს, რომ გადაახვევინოს ქვეყანას თავისი ევროპული გზიდან.

თქვენ იცით, რომ ქართველები მასობრივად გავიდნენ ქუჩაში და ითხოვენ თავისუფლებას, დემოკრატიას და სათანადო ადგილს ევროკავშირში. მაგრამ აქ საუბარი არ არის მხოლოდ საქართველოს ევროპულ მომავალზე, ეს არის მთლიანად კავკასიის ბედი, თქვენ იცით, რომ შავი ზღვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპის უსაფრთხოებისთვის და ვფიქრობთ, რომ თუ ევროპა გვერდში დაგვიდგება არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით იმისთვის, რომ პასუხი ვაგებინოთ დე ფაქტო მთავრობას… ერთადერთი სხვაობა ბელარუსსა და საქართველოს შორის არის ის, რომ საქართველოში ხალხი ჯერ კიდევ გადის ქუჩაში და ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ რაც კი ბერკეტები გააჩნია ევროკავშირის ინსტიტუტებს ყველაფერი უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის არჩევანი განხორციელდეს. ქართველი ხალხი დარწმუნებული არის, რომ მისი მომავალი არის ევროკავშირი და არა რუსეთი,” – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

“მე მინდა დავიწყო ჩემი სიტყვა იმით, რომ გითხრათ, ვინ არის ქართველი ხალხი და ვინ არიან მისი წარმომადგენლები. ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ქართველი ხალხის არს  პრეზიდენტის ზურაბიშვილი” – ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი გამოსვა ევროპარლამენტში მიმდინარე პრესკონფერენციაზე “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ და ევროპელ პოლიტიკოსებს რეჟიმის ტყვეების ფოტოები უჩვენა, ჩამოთვალა მათი სახელები და დაასახელა რეჟიმის მოძალადე პოლიციელები და მოსამართლეები.

“ეს ადამიანები არიან საქართველო, ისინი არია ციხეში და ისინი წარმოადგენენ საქართველოს ხალხს და არა პროკურორები, მოსამართლეები და პოლიციელები, რომებიც მათ აწამებენ და რომლებმაც წაართვეს ამ ახალგაზრდებს თავისუფლება და თქვენ, ბატონ ორბან და ბატონო ფიცო, მხარს უჭერთ ამ კანიბალებს. თქვენ მხარი უნდა დაუჭიროთ ქართულ და ქრისტიანულ ფასეულობებს” განაცხადა მიმართვისას ნიკა გვარამიამ. 

ნიკა გვარამიამ საგანგებოდ მიმართ სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს და უნგრეთის პრემიერ ორბანს, რომელიც ივანიშვილისა და მისი წარმომადგენლებისთვის ევროპული სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერენ – “სლოვაკები და უნგრელები არ უჭერენ მხარს ასეთ საქართველოს, მაგრამ თქვენ მხარს უჭერთ მოძალადეებს და არა ქართველ ხალხს” აღნიშნა ნიკა გვარამიამ. (მთავარი არხი)

თეგები: ზურაბ ჯაფარიძენიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved