• რეკლამა
  • კონტაქტი
11:26, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა გვარამია ციხიდან საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
11:08 05-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
319

პატიმრობაში მყოფი „მთავარის“ გენდირექტორი, ნიკა გვარამია სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს:

„დღეს ირაკლი კობახიძემ სასიკვდილო განაჩენი გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილს. გამოვიდა და ისაუბრა დიაგნოზებზე, მკურნალობის ფორმებზე და შესაძლებლობებზე და, რაც მთავარია, სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელის გადავადებასთან და უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, წინასწარ დააანონსა და განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.დღეს ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური განაჩენი გამომიტანა მეც. მეტიც, ეს განაჩენი კიდევ უფრო მძიმეა და კიდევ უფრო ღიად პოლიტიკური, ვიდრე მოსამართლე ჩხიკვაძის განაჩენი. ჯერ ერთი, პირდაპირ გამოაცხადა, რომ ჩემი პატიმრობის წინაპირობა “ქართული ოცნების” მოგონილი “ქვეყნის მტრობა და ეკლესიის მაგინებლობაა”.ამას გარდა, განაცხადა სრული და მიზანმიმართული ტყუილი, რომ თურმე პოროშენკოზე და მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონზე მძიმე ბრალით ვარ ციხეში. ცხადია, ეს სრული ტყუილია. ხსენებული ორი პირი ბრალდებულია უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნისას ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებში. ჩემთვის ამგვარი ბრალდება ივანიშვილის პოლიტიკურ პროკურატურასაც კი არ წაუყენებია და მოსამართლე ჩხიკვაძის პოლიტიკურ განაჩენშიც კი არ წერია.ასეთი განცხადებები აბსოლუტურად ნათელს ხდის, რომ დღეს სასამართლო ირაკლი კობახიძე და მის უკან მდგარი ივანიშვილია.ასეთი განცხადებები, ასევე, ცხადყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის და ჩემთვის სასამართლოსთვის მიმართვამ უკვე ფორმალური შინაარსიც დაკარგა, რამეთუ გადაწყვეტილება უკვე წინასწარ ცნობილი და გაცხადებულია.ცხადია, ჩვენთვის კობახიძის ეს განცხადებები ხელსაყრელია და გააძლიერებს ჩვენი დაცვის ხაზს, როგორც სტრასბურგის სასამართლოში, ასევე საერთაშორისო ფორუმებზე. მაგრამ ამგვარი განცხადებები არათუ ხელსაყრელი, არამედ უმძიმესი შედეგის მომტანია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისთვის. შეუძლებელია, ვერ დაინახო ის, რაც ზედაპირზე დევს. გამორიცხულია, კობახიძეს და ივანიშვილს არ ესმოდეთ, რომ ამ განცხადებების სხვაგვარი წაკითხვა შეუძლებელია.შესაბამისად, მარტივია დასკვნა: ეს განცხადებები მიზნად არ ისახავს მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში სიკვდილს და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის სახელისუფლებო დაკვეთას. ეს განცხადებები ასევე მიზნად ისახავს საქართველოს ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს და ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შანსის მოსპობას.მინდა გავაწბილო კობახიძეც და ივანიშვილიც – მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაც მოუწევთ, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაც და ხელისუფლებიდან წასვლაც. რაც მთავარია, მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და, მათი სასოწარკვეთილი მცდელობების მიუხედავად, არასდროს წავა რუსეთის მიმართულებით!“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved