• რეკლამა
  • კონტაქტი
01:48, ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნეპოტიზმისა და კლანური მმართველობის სკანდალური ფაქტები აჭარაში

ალია ავტორი - ალია
21:39 08-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,881

ლევან ჯავახიშვილი

ნეპოტიზმსა და კლანურ მმართველობას აჭარაში, „ალიას“ ამის შესახებ არაერთხელ დაუწერია და პირადად მე, ამ თემაზე რამდენიმე ათეული სტატია მაინც მაქვს გამოქვეყნებული ნებისმიერი ხელისუფლების პერიოდში. სამწუხაროდ, ახლა კიდევ მიწევს რამდენიმე ამგვარი ფაქტის გასაჯაროება. ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე ყოფილი პოლიციელია, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, მასზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და ძებნილი იყო. ამ ხელისუფლების დროს, ჯერ ბათუმის პოლიციის უფროსად დანიშნეს, შემდეგ ხელვაჩაურისა და ბოლოს ხელვაჩაურის მერი გახდა. ზაზა დიასამიძე დავით რიჟვაძის მეგობარია, რომელიც ადრე ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი იყო. ქედის მერი, რონალდ ბერიძე არჩილ ჩიქოვანის წყალობით მოხვდა ამ პოსტზე, მისი ძმა, რაულ ბერიძე ჩიქოვანის ბავშვობის მეგობარია და ამჟამად, აჭარის საგზაო დეპრტამენტის თავმჯდომარის მოადგილეა. თუმცა, აჭარაში ამბობენ, რომ დეპარტამენტის რეალური მმართველის ის არის.

დავით რიჟვაძის მეგობარია ხულოს მერი, ვახტანგ ბერიძე, რომელიც თორნიკე რიჟვაძის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნამდე, მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ვახტან ბერიძეც ყოფილი პოლიციელია, თავის დროზე, ხულოს პოლიციის უფროსიც იყო. დავით რიჟვაძე დიდად სწყალობს თავის ყოფილ კოლეგებს, აჭარის სახელისუფლებო შტოები სავსეა ყოფილი პოლიციელებით და ეს დავით რიჟვაძის „დამსახურებაა“. პოლიტიკოსებად და ჩინოვნიკებად აქცია პოლიციელები, როდესაც ნორმალურ ქვეყნებში, საჯარო მმართველობის სტრუქტურებში, მით უფრო მაღალ პოსტებზე, ყოფილ ძალოვანებს საერთოდ არ აკარებენ. აღსანიშნავია, რომ ხულოს ყოფილი მერი, გოჩა მელაძე იმიტომ მოიცილეს, რომ თორნიკე რიჟვაძის წინამორბედის, ზურაბ პატარაძის კადრი და შესაბამისად, „რიჟვაძეების კლანის“ წევრი არ იყო. ქობულეთის მერი, ლევან ზოიძე არჩილ ჩიქოვანის წყალობით მოხვდა ამ პოსტზე. მისი და, თინათინ ზოიძე აჭარის ეკონომიკის მინისტრი იყო და ახლა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსია. თავად არჩილ ჩიქოვანის მოადგილე, ლევან დავითაძე შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორი იყო. დავითაძე ჩიქოვანის ცოლის ნათესავია და ამის გამო, ჩიქოვანი როდესაც მერი გახდა, დავითაძე მოადგილედ დაინიშნა – ვიცე-მერად.

ტიტე აროშიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, არჩილ ჩიქოვანის ახლო მეგობარია. მისი რეკომენდაციით, ჯერ სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო და ახლა პარლამენტის ვიცე-სპიკერია. აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე, ფრიდონ ფუტკარაძეც ყოფილი პოლიციელია,  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა წლების მანძილზე და დავით რიჟვაძის უფროსი იყო. პარლამენტში მამა რიჟვაძის რეკომენდაციით მოხვდა. რიჟვაძეების ახლობელია ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე.

თავად დავით რიჟვაძე, როდესაც მისი შვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა, ხელვაჩაურის პოლიციის უფროსად მუშაობდა. მაშინ ადგა, დაწერა განცხადება და პოსტი დატოვა. ხალხში ხმა გაავრცელა, რომ პენსიაში გავიდა. თუმცა, დღეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორთა სამმართველოს უფროსის მოადგილეა, რეალურად კი, აჭარის შს. მინისტრი მის მითითებებს ასრულებს. დავით რიჟვაძე სააკაშვილის რეჟიმის დროსაც მუშაობდა პოლიციაში. მას „ზონდერს“ ეძახდნენ და უსიტყვოდ ასრულებდა რეჟიმის ნებისმიერ დავალებას, მათ შორის უკანონო დავალებებს. მედიის ინფორმაციით, დავით რიჟვაძე, „ნაცმოძრაობის“ დროს არჩევნების გაყალბებაში იყო ჩართული, ზეწოლას ახდენდა ხელვაჩაურის მოსახლეობაზე, რომ ხმა „ნაცმოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილისთვის მიეცათ. თორნიკე რიჟვაძეს „ნაციონალი“ მამა სახლში ჰყავს და თავად რიხით ლანძღავს „ნაცმოძრაობას“. მე მგონი, ამას ჰქვია უსინდისობის მწვერვალი.

მოკლედ, აჭარაში ვერც აღმასრულებელ, ვერც საკანონმდებლო სტრუქტურებში მაღალ პოსტზე ვერ დაინიშნები, თუ რიჟვაძეების ან არჩილ ჩიქოვანის კლანის წევრი არ ხარ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, როდის მოხსნის თორნიკე რიჟვაძეს ბიძინა ივანიშვილი.

რატომ აღარ უნდა ივანიშვილს თორნიკე რიჟვაძის თანამდებობაზე დარჩენა და რა ბედი ელის ბათუმის მერს?

თეგები: დავით რიჟვაძეთორნიკე რიჟვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა

14:48 02-11-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:16 02-11-2026
რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved